ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის საბჭო შეიქმნა

პროექტის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ ფარგლებში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის საბჭო შეიქმნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობების ერთობლივი პროექტის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ ფარგლებში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის საბჭო შეიქმნა, რომელიც პროექტის განხორციელებას გაუწევს ზედამხედველობას და მის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.

საბჭოს დებულებას ოფიციალურად მოაწერეს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.

უწყების ცნობით, პროექტი „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ წარმოადგენს მხარეთა ინსტიტუციონალურ თანამშრომლობას უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში. იგი ითვალისწინებს ფრანგულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ფრანგული დიპლომის გაცემას. პროგრამებზე სწავლების ენები იქნება: ფრანგული, ინგლისური და ქართული.

სამინისტროს განცხადებით, პროექტის ფარგლებში ამუშავებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ჩაერთვებიან საფრანგეთისა და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები. ამ ეტაპისთვის პროექტი ითვალისწინებს თანამშრომლობას ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში.

პროექტის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ ფარგლებში 2020-2021 სასწავლო წლიდან ამოქმედება ორი პროგრამა სხვადასხვა უნივერსიტეტში: ტურიზმის სამაგისტრო პროგრამა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო საბაკალავრო პროგრამა „Production menagemnt in Milk industry” – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მონპელიე სუპაგროსა და მონპელიეს უნივერისიტეტებთან პარტნიორობით ასევე იგეგმება სამაგისტრო პროგრამის ამოქმედება მეღვინეობისა და ენოლოგიის მიმართულებით.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტის“ განხორციელებასთან დაკავშირებით შეთანხმებას 2018 წლის 26 მაისს მოეწერა ხელი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა