„საქნახშირი“ - თანამშრომელმა ხელზე მსუბუქი თვითდაზიანება მიიყენა, მიმდინარეობს გამოძიება

კომპანია „საქნახშირი“ თანამშრომლის მიერ დაზიანებების მიყენების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 21 ივლისს, კომპანია „საქნახშირის“ მეოთხე საექსპლუატაციო უბნის მიწისქვეშა წმენდითი სანგრევის სამთო მუშამ, ამირან ბოჭორიშვილმა ხელზე მსუბუქი თვითდაზიანება მიიყენა.

კომპანიის განმარტებით, პერიოდულად, „საქნახშირში“ მიწისქვეშა სამუშაოებზე დასაქმებულები, რომლებმაც საპენსიო ასაკს მიაღწიეს, ჯანმრთელობის კომისიაზე იგზავნებიან. ერთ-ერთი მათგანია 65 წლის ამირან ბოჭორიშვილიც. კომპანიამ მიიღო კომისიის დასკვნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამირან ბოჭორიშვილისთვის მიწისქვეშა სამუშაოების შესრულება რეკომენდებული არ არის (შეუძლია იმუშაოს მხოლოდ მიწისზედა უბნებზე).

„კომპანია „საქნახშირის“ პრიორიტეტს თანამშრომლების ჯანმრთელობა და მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა წარმოადგენს. ამიტომ, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე კომპანიამ გადაწყვიტა, ბატონი ამირანი შახტაში აღარ გაეშვა.

კომპანიამ დასაქმებულს ზედაპირული კომპლექის უბანში იმ დროისათვის არსებული ვაკანტური ადგილი შესთავაზა (სამთო მუშაკის თანამდებობა) - შედარებით ნაკლები ანაზღაურებით, თუმცა გაცილებით მსუბუქი დატვირთვით. სამომავლოდ კი, ახალი საშტატო განაკვეთის დამტკიცებისთანავე, ძიძიგურის შახტაზე გადაყვანის საკითხი უნდა განხილულიყო (ასევე ზედაპირულ სამუშაოზე).

თავდაპირველად შეთანხმება შედგა, თუმცა 21 ივლისს ამირან ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ უარს ამბობდა 20 ივლისს დაწერილ განცხადებაზე და ნაკლები ანაზღაურების მიღებაზე, რის შემდეგაც ბასრი საგნით კანზე თვითდაზიანება მიიყენა. აღნიშნულ ფაქტზე მოხდა დროული რეაგირება და სასწრაფო დახმარების გამოძახება. ამირან ბოჭორიშვილს აღენიშნება მსუბუქი ნაკაწრი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა დოკუმენტაცია გადაეცა სამართალდამცავ ორგანოს და მიმდინარეობს ფაქტის გამოძიება”,-ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია