ოთარ კახიძე - ხელისუფლებამ პოლიციაში შექმნა განუკითხაობა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებს უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პოლიცია არ არის მოტივირებული, საზოგადოების უსაფრთხოება დაიცვას.

როგორც კახიძე აცხადებს, ქვეყანაში დაუცველობის განცდა და სამართალდამცავი სისტემის მიმართ უნდობლობაა.

„5 დღის მანძილზე მანქანას ვერ მიაგნო პოლიციამ, ოჯახის მიერ გზის გადაკეტვა აღმოჩნდა საჭირო იმისთვის, რომ რეალურად ძებნა დაეწყოთ. ამ გადაკეტვისას იმდენი პოლიციელი იყო მობილიზებული, ამის ნახევარი რომ გაეშვათ მოსაძებნად, პირველივე დღეს იპოვიდნენ მანქანასა და გოგონას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პოლიცია, სათავეში ბიძინას დაცვის უფროსით, არ არის მოტივირებული, რომ საზოგადოების უსაფრთხოება დაიცვას.

მათთვის მნიშვნელოვანია ივანიშვილის უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილმა ხელისუფლება გაიხანგრძლივოს და არა ჩვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების დაცვა. ეს რეალობა შესაცვლელია. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მოგვიწოდებს, რომ კრიმინალს გაგებით მოვეკიდოთ. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც პოლიციაში შექმნა განუკითხაობა, ქვეყანაში არის ტოტალური დაუცველობის განცდა და უნდობლობა სამართალდამცავი სისტემის მიმართ. ეს რეალობა არჩევნებზე უნდა შეიცვალოს“, -აცხადებს კახიძე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?