ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც უკრაინაში პოლიციელი მძევლად აიყვანა, ყველა ბრალდების მოხსნას ითხოვს

ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც უკრაინაში პოლიციელი მძევლად აიყვანა,ყველა ბრალდების მოხსნას და გათავისუფლებას ითხოვს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მას წასვლა სურს. ავტომობილის ქურდობისთვის აპატიმრებდნენ და ახლა მას მძეველი ჰყავს. ის მოითხოვს, რომ ყველა ბრალდება (ავტომობილის ქურდობა და მძევლის აყვანა) მოვუხსნათ და წასვლის ნება დავრთოთ,“- აცხადებენ ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინის ქალაქ პოლტავაში ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა დაკავებისას პოლიციელი მძევლად აიყვანა. მოგვიანებით კი, სამართალდამცავებთან მოლაპარაკებების შედეგად, მძევლად აყვანილი პოლიციელი მთავარი დეტექტივით, პოლიციის პოლკოვნიკ ვიტალი შიიანით ჩაანაცვლა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გამტაცებელმა ავტომობილი მოითხოვა, რომლითაც ის, მძევალთან ერთად, ქალაქ კიევისკენ მიემართება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს