გიორგი გელხაურის განცხადებით, გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეში ახალი მოწმის ჩვენების შემდეგ, სკოლის პერიმეტრზე ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება მოითხოვა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის, ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, გამოძიებამ ახალი მოწმის ჩვენების შემდეგ სკოლის გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება მოითხოვა.

„მოწმე არონიას ჩვენება ძალიან საინტერესოა. ის ადასტურებს, რომ 15 ივლისს ქუჩაში შეესწრო 4 მამაკაცის საუბარს, სადაც საუბრობდნენ, რომ მათ რაღაც მოიშორეს და ეს ფაქტი, რომ გაიგონ შაქარაშვილებმა, მათ ძლიერად დაარტყამენ. ძალიან საინტერესო მოწმეა და ამის შემდეგ, გამოძიებას სასამართლოსთვის მიმართული აქვს სკოლის გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებისთვის. ძალიან საინტერესოა, რა იქნება ამ მასალაზე და რეალურია, თუ არა ჩვენება, რომელზეც მოწმე არონია საუბრობს,” - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა, რომელმაც გამოკითხვაზე განაცხადა, რომ 15 ივლისს, ვარკეთილში ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხებთან მან რამდენიმე პირის საუბარი მოისმინა, რომელიც სავარაუდოდ, შაქარაშვილს ეხებოდა.

მოწმის ჩვენების მიხედვით, ერთ-ერთმა პირმა მეორეს ჰკითხა, „ის ხომ გადააგდეო“, რაზეც მეორემ უპასუხა, რომ „კიდევ კარგი გადავაგდეთო“. ამასთან, მოწმის განცხადებით, ერთ-ერთმა მათგანმა გიორგი შაქარაშვილის გვარიც ახსენა.

,,მაღალმა ბიჭმა გააგრძელა საუბარი და ამბობდა „ეს არ გვეთქვა ის ამბავიც შეიძლება, არ მომხდარიყოო. შაქარაშვილებმა, რომ გაიგონ მაგრად დაგვარტყამენო“, - ნათქვამია მოწმის ჩვენებაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გიორგი გელხაურის განცხადებით, გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეში ახალი მოწმის ჩვენების შემდეგ, სკოლის პერიმეტრზე ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება მოითხოვა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის, ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, გამოძიებამ ახალი მოწმის ჩვენების შემდეგ სკოლის გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება მოითხოვა.

„მოწმე არონიას ჩვენება ძალიან საინტერესოა. ის ადასტურებს, რომ 15 ივლისს ქუჩაში შეესწრო 4 მამაკაცის საუბარს, სადაც საუბრობდნენ, რომ მათ რაღაც მოიშორეს და ეს ფაქტი, რომ გაიგონ შაქარაშვილებმა, მათ ძლიერად დაარტყამენ. ძალიან საინტერესო მოწმეა და ამის შემდეგ, გამოძიებას სასამართლოსთვის მიმართული აქვს სკოლის გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებისთვის. ძალიან საინტერესოა, რა იქნება ამ მასალაზე და რეალურია, თუ არა ჩვენება, რომელზეც მოწმე არონია საუბრობს,” - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა, რომელმაც გამოკითხვაზე განაცხადა, რომ 15 ივლისს, ვარკეთილში ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხებთან მან რამდენიმე პირის საუბარი მოისმინა, რომელიც სავარაუდოდ, შაქარაშვილს ეხებოდა.

მოწმის ჩვენების მიხედვით, ერთ-ერთმა პირმა მეორეს ჰკითხა, „ის ხომ გადააგდეო“, რაზეც მეორემ უპასუხა, რომ „კიდევ კარგი გადავაგდეთო“. ამასთან, მოწმის განცხადებით, ერთ-ერთმა მათგანმა გიორგი შაქარაშვილის გვარიც ახსენა.

,,მაღალმა ბიჭმა გააგრძელა საუბარი და ამბობდა „ეს არ გვეთქვა ის ამბავიც შეიძლება, არ მომხდარიყოო. შაქარაშვილებმა, რომ გაიგონ მაგრად დაგვარტყამენო“, - ნათქვამია მოწმის ჩვენებაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო