ლია მუხაშავრია - თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არც შაქარაშვილის და არც ბაჩალიაშვილს საქმეები სათანადოდ არ იქნება გამოძიებული

უფლებადამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ აღმასრულებელი დირექტორის ლია მუხაშავრიას განცხადებით, შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებმა გამოძიების ღრმად არსებული პრობლემები ცხადყო.

როგორც მუხაშავრიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, საგამოძიებო უწყებამ დაკარგა კვალიფიკაცია და ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო უნარები.

„გამოძიება გადაიქცა ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლად, ხოლო დანარჩენ მათ საქმიანობაზე ყოველგვარი კონტროლი მოიშალა, მათ შორის უმთავრესი კონტროლი, რომელსაც მართლმსაჯულება უნდა ახორციელებდეს. დაახლოებით ორი ათეული წლის მანძილზე, ბუნებრივია, გამოძიებამ დაკარგა კვალიფიკაცია და ის პროფესიული უნარები, რომლის გარეშე ეფექტური გამოძიების ჩატარება შეუძლებელია, მაშინაც კი, როდესაც შესაძლოა ამის ნება და სახელისუფლებო დაკვეთაც კი არსებობს.

ვფიქრობ, შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეებმა ცხადყო ღრმად არსებული გამოძიების პრობლემა და ზედაპირზე ამოიტანა ის საშინელი სურათი, რომელიც აქამდე შეიძლება ყველას დასანახი არ იყო“,- განაცხადა მუხაშავრიამ.

მუხაშავრიას თქმით, დარწმუნებულია, რომ გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეები სათანადოდ გამოძიებული არ იქნება.

„ჩემდა სამწუხაროდ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არც შაქარაშვილის და არც ბაჩალიაშვილს საქმე არ იქნება სათანადოდ გამოძიებული ზემოაღნიშნული მიზეზების გამო და მრავლად დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები როგორც დაზარალებულებს, ისე საზოგადოებას.

გამოძიების ყველა რგოლი, სისტემა მთლიანად არის, როგორც დღეს ტრენდულია, შეიძლება ითქვას, უკურნებელი ვირუსით დაავადებული და მისი გაჯანსაღება ან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ან შეუძლებელია, როგორც კორონავირუსის შემთხვევაშია“,- განაცხადა მუხაშავრიამ.

იხილეთ სრულად:

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“