მედიის ინფორმაციით, ნანტის საკათედრო ტაძარში ხანძრის გაჩენისთვის ბრალი მიგრანტს წაუყენეს, რომელმაც დანაშაული აღიარა

საფრანგეთის ქალაქ ნანტის წმინდა პეტრესა და პავლეს მე-15 საუკუნის საკათედრო ტაძარში ხანძრის გაჩენისთვის ბრალი რუანდელ მიგრანტს წაუყენეს, რომელმაც დანაშაული აღიარა. ამის შესახებ Le Monde-ის სტატიაშია საუბარი.

სტატიის თანახმად, 39 წლის ლტოლვილს ბრალი ცეცხლის გაჩენის გამო წარედგინა. ნანტის პროკურორის თქმით, ბრალდებულს 10 წლამდე პატიმრობა და 150 000 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება. Le Monde-ის თანახმად მიგრანტმა, რომელიც ეპარქიაში მოხალისედ 5 წელი მუშაობდა, აღიარა, რომ საკათედრო ტაძარში ცეცხლი სამ ადგილას - მთავარ ორღანთან, მცირე ორღანთან და ელექტრო ჩამრთველებთან გააჩინა.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი „ღრმად ნანობს ჩადენილ დანაშაულს და გამოძიებასთან თანამშრომლობს“.

საფრანგეთის ქალაქ ნანტში, წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში ცეცხლი 18 ივლისს გაჩნდა. ცეცხლმა ტაძრის ორღანი მთლიანად გაანადგურა. ასევ ჩაიმსხვრა შენობის წინა მხარეს მდებარე ვიტრაჟები. ნანტის პროკურატურას თავიდანვე ჰქონდა ეჭვი, რომ ტაძარში ხანძარი განზრახ გააჩინეს, რადგან ცეცხლის სამი კერა იპოვეს. რუენდელი მიგრანტი სამართალდამცველებმა ერთი კვირის წინაც დააკავეს და დაკითხეს, თუმცა მან მაშინ დანაშაულში მონაწილეობა უარყო და სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს