„თიბისი“ ბიზნესებს საბრუნავი საშუალებების ფინანსირების ახალ პროგრამას სთავაზობს

ბიზნესის მხარდასაჭერად, აქ.ახლა, „თიბისიმ“ საბრუნავი საშუალებების ფინანსირების ახალი პროგრამა შექმნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, პლატფორმის მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველა ის სასესხო პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია საბრუნავი საშუალებების ფინანსირებისთვის, რათა მომხმარებელს გაუმარტივოს ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პროდუქტებითა და გადახდის მოქნილი პირობებით სარგებლობა.

მათი ინფორმაციით, საბრუნავი საშუალებების ფინანსირება მოიცავს: სასაქონლო მარაგების და ნედლეულის შეძენას, პროდუქტის ან მომსახურების მომწოდებლების მიმართ წარმოქმნილი დავალიანების გასტუმრებას, საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი საოპერაციო ხარჯების დაფინანსებას, როგორიცაა: იჯარის გადასახადი, კომუნალური გადასახადი, სახელფასო ხარჯი, ტრანსპორტირების ხარჯები, რეკლამის და მარკეტინგის ხარჯები და სხვა.

„დღეს ბიზნესებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საჭიროება საბრუნავი საშუალებების ფინანსირებაა. თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის მიზანი იყო შეექმნა პროგრამა, რომლითაც შეძლებდა ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებას და მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას. პროგრამის ფარგლებში, მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზებთ განახლებულ პროდუქტებსა და სერვისებს, რაც მათ ბიზნესის უკეთესად მართვაში დაეხმარება“, -აცხადებს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი.

„თიბისის“ ცნობით, საბრუნავი საშუალებების ფინანსირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე - https://www.tbcbank.ge/web/ka/new-platform-for-working-capital-financing , სადაც დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსებაც შეუძლიათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა