ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გუდაურში მიმდინარე წყლის ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის პროექტების მიმდინარეობას და სამუშაოების ტემპს ადგილზე ეცნობა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, მინისტრის მოადგილემ გუდაურში წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, გიგა მანდარიასთან და მხარის გუბერნატორთან ერთად დაათვალიერა.

ილია ბეგიაშვილმა კონტრაქტორი კომპანიისგან მიიღო ინფორმაცია უკვე შესრულებული და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.

„გუდაურში დაახლოებით 50 მილიონიან პროექტებს ვახორციელებთ, რომელიც ითვალისწინებს სამ ძირითად ლოკაციას - ეს არის გამწმენდი ნაგებობა, საკანალიზაციო ქსელი და ერთ-ერთი წყლის რეზერვუარი. ძველი რეზერვუარი ახლით ჩანაცვლდება წყალმომარაგების სისტემაში. პროექტზე მუშაობს ჩინური კომპანია და მეორე წელია მიმდინარეობს სამუშაოები. პროექტის პირველი ნაწილი უნდა დასრულდეს ოქტომბერში, მეორე ნაწილის დასრულება კი გაზაფხულზე იგეგმება. დღეს, დავათვალიერეთ სამუშაოები. მშენებლობის ტემპი დაბალია, რის გამოც მათ მიეცათ მითითებები და შენიშვნები, რაც უნდა გაითვალისწინონ და მოხდეს ვადებში მშენებლობის დასრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამუშავდება ის სანქციები, რომელსაც კონტრაქტი ითვალისწინებს’’,-განაცხადა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდგ ბეგიაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, საკურორტო ზონაში არ არის გამართული საკანალიზაციო ქსელი. ასევე, მზარდი ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და დამსვენებლების გამო, არსებული წყალმომარაგების სისტემები დამატებითი წყლის დებიტის შექმნას საჭიროებს, რათა ზამთრის სეზონზე გუდაურის სტაბილური წყალმომარაგება უზრუნველყოს.

გუდაურის წყლისა და წყალარინების სისტემების სამუშაოებს ჩინური კონტრაქტორი კომპანია ''China Nuclear Industry 23 Construction Co'' ახორციელებს. პროექტებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 50 მილიონ ლარამდე მოხმარდება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გუდაურში მიმდინარე წყლის ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის პროექტების მიმდინარეობას და სამუშაოების ტემპს ადგილზე ეცნობა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, მინისტრის მოადგილემ გუდაურში წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, გიგა მანდარიასთან და მხარის გუბერნატორთან ერთად დაათვალიერა.

ილია ბეგიაშვილმა კონტრაქტორი კომპანიისგან მიიღო ინფორმაცია უკვე შესრულებული და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.

„გუდაურში დაახლოებით 50 მილიონიან პროექტებს ვახორციელებთ, რომელიც ითვალისწინებს სამ ძირითად ლოკაციას - ეს არის გამწმენდი ნაგებობა, საკანალიზაციო ქსელი და ერთ-ერთი წყლის რეზერვუარი. ძველი რეზერვუარი ახლით ჩანაცვლდება წყალმომარაგების სისტემაში. პროექტზე მუშაობს ჩინური კომპანია და მეორე წელია მიმდინარეობს სამუშაოები. პროექტის პირველი ნაწილი უნდა დასრულდეს ოქტომბერში, მეორე ნაწილის დასრულება კი გაზაფხულზე იგეგმება. დღეს, დავათვალიერეთ სამუშაოები. მშენებლობის ტემპი დაბალია, რის გამოც მათ მიეცათ მითითებები და შენიშვნები, რაც უნდა გაითვალისწინონ და მოხდეს ვადებში მშენებლობის დასრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამუშავდება ის სანქციები, რომელსაც კონტრაქტი ითვალისწინებს’’,-განაცხადა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდგ ბეგიაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, საკურორტო ზონაში არ არის გამართული საკანალიზაციო ქსელი. ასევე, მზარდი ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და დამსვენებლების გამო, არსებული წყალმომარაგების სისტემები დამატებითი წყლის დებიტის შექმნას საჭიროებს, რათა ზამთრის სეზონზე გუდაურის სტაბილური წყალმომარაგება უზრუნველყოს.

გუდაურის წყლისა და წყალარინების სისტემების სამუშაოებს ჩინური კონტრაქტორი კომპანია ''China Nuclear Industry 23 Construction Co'' ახორციელებს. პროექტებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 50 მილიონ ლარამდე მოხმარდება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს