მაია ბუწაშვილი - ჯერ არარსებულ ვაქცინაზეა პროპაგანდა, რომ არ გაიკეთონ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი - მკაცრად უნდა იყოს ამის რაიმე ფორმით კონტროლი

თუ კორონავირუსის აღმავლობა სეზონურ გრიპს დაემთხვევა, ეს ჯანდაცვის სისტემას ძალიან დააწვება, - ამის შესახებ ინფექციონისტმა და კლინიკა „ნეოლაბის“ ექიმმა მაია ბუწაშვილმა ჟურნალისტებთან ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელებული მოსაზრება, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, ეპიდემიოლოგიურ გათვლებს არ ეყრდნობა.

„მეორე ტალღა, შესაძლოა, აგვისტოშიც იყოს, სექტემბერში ან საერთოდ არ იყოს. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იყო, ეს დაამძიმებს სიტუაციას, იმიტომ, რომ გრიპი გარდაუვალია, კანონზომიერებაა და სეზონური გრიპი აუცილებლად გვექნება.

ამიტომ შიშობენ, რომ თუ კორონავირუსის აღმავლობა ამ პერიოდს დაემთხვევა, ეს ძალიან დააწვება ჯანდაცვის სისტემას. გრიპი სახუმარო თემა არ არის, ყოველ წელს სერიოზულ პრობლემებს ქმნის. აქვე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, როგორც კი გრიპის ვაქცინაცია დაიწყება, აუცილებლად გაიკეთონ და უარი არ თქვან“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

მაია ბუწაშვილის თქმით, აუცილებელია საზოგადოებამ გაიგოს, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინა მტერი არ არის, არამედ ხსნაა პანდემიასთან ბრძოლაში.

„ჯერ არარსებულ ვაქცინაზეა პროპაგანდა, რომ არ გაიკეთონ კორონავირუსის ვაქცინა. ეს არის დანაშაულის ტოლფასი. ძალიან მკაცრად უნდა იყოს ამის რაიმე ფორმით კონტროლი. არსებობს კანონი, რომელიც ადამიანს იცავს სხვა ადამიანების ზემოქმედებისგან. ანტივაქცერები სხვა ადამიანების ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს.

უნდა დაიწყოს მუშაობა, რათა მოსახლეობამ გაიგოს, რომ კორონავირუსის ვაქცინა არ არის მტერი. პირიქით, ეს არის ერთადერთი ხსნა პანდემიასთან ბრძოლაში“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?