აშშ-ის ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური - გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა სრული საჩუქარია კრემლისთვის

გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა სრული საჩუქარია კრემლისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს არის საჩუქარი კრემლისთვის. მე იმას ვგულისხმობ, რომ რუსები, როგორც ყოველთვის, აგრესიულად მოქმედებენ შავ ზღვაში, აგრძელებენ ყირიმის ოკუპაციას და ყოველ დღე კლავენ უკრაინელებს. მათ არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ აშშ-მ ევროპაში საკუთარი შესაძლებლობები შეამციროს,“- აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება აშშ-გერმანიის ურთიერთობებს დააზარალებს.

„ეს ნაბიჯი დაგვაზიანებს, ვინაიდან კიდევ უფრო დააზარალებს ჩვენს ურთიერთობას ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირესთან. გერმანია ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა ევროპაში, რომელიც გვაძლევს პლატფორმას საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განსახორციელებლად აფრიკაში, ევროპასა და ევრაზიაში. ჩვენი ჯარისკაცები იქ გერმანიის დასაცავად არ არიან, ისინი იქ ჩვენს გამო არიან განთავსებული,“- აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.

შეგახსენებთ, გუშინ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 12 000-მდე ჯარისკაცს გაიყვანს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო