სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით "თავისუფლება გიორგი რურუას" მიმდინარეობს

"თავისუფლება გიორგი რურუას" "გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმრია"- თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გიორგი რურუას მეგობრები იმყოფებიან. აქცია-პერფორმანსის მონაწილეების განცხადებით, დღეს, გიორგი რურუას პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს.

" დღეს მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი. ეს სასამართლო არის ბიძინა ივანიშვილის სადამსჯელო სტრუქტურა, რასაც არა მარტო სრულიად საქართველო აღიარებს, არამედ ცივილიზებული სამყაროს ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელი. საქართველოში სასამართლო არ არსებობს, ეს არის პოლიტიკური ტერორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ბიძინა ივანიშვილის ხელში. გიორგი რურუას განაჩენი კი არ გამოაქვს მოსამართლეს, დღეს, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის გამოაქვს განაჩენი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილებ დავით ნებიერიძემ.

ცნობისთვის, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე გაიმართება. გუშინდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. რურუამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და რომ მისი საქმე გაყალბებულია.

იხილეთ ვიდეო:სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით "თავისუფლება გიორგი რურუას" გაიმართა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა