ბადრი ჯაფარიძე - ხელისუფლება და რუსი ოლიგარქი ემსახურება არა ქართულ და ამერიკულ ინტერესებს, არამედ რუსეთის ინტერესებს

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამერიკის ექვსი კონგრესმენის წერილს ეხმაურება. აღნიშნულ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

„პომპეოსადმი გაგზავნილ წერილში კონგრესმენები საქართველოში ბოლო დროს დემოკრატიის ვარდნისა და პოტენციური კორუფციის გამო წუხილს გამოთქვამენ. კონგრესმენები ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ საქართველო, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უკან-უკან წავიდა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ექვსი კონგრესმენის წერილი არის მნიშვნელოვანი, რადგან ისინი რეალურად აფასებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და ხაზს უსვამენ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყნიდან დასავლური ინვესტიციების განდევნას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, დღევანდელი ხელისუფლება და რუსი ოლიგარქი ემსახურება არა ქართულ და ამერიკულ ინტერესებს, არამედ მეზობელი ქვეყნის რუსეთის ინტერესებს, როდესაც ის სდევნის ქვეყნიდან ამერიკულ ინვესტიციებს, ოპონენტებს და ამისთვის იყენებს „ტიპიურ ოლიგარქიულ მეთოდებს“.

„ეს ოქტომბერში უნდა დასრულდეს. კონგრესმენების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მიმართულია საქართველოს ინტერესების და ამერიკულ-ქართული ინტერესების წინააღმდეგ. დღევანდელი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, იდევნება აშშ-ს ინტერესები შავი ზღვიდან და ჩერდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ჩვენი მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოხატული წუხილი არის იმისკენ მიმართული რომ საქართველოში აღარ გაგრძელდეს რუსი ოლიგარქიული მმართველობა და ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას ოქტომბერში“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ