დავით მათიკაშვილი გიორგი რურუას განაჩენზე - ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება

ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გიორგი რურუასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება სასამართლო სისტემაში არ ერევა და მართლმსაჯულება საქართველოში დამოუკიდებელია.

„საქართველოში მართლმსაჯულებას ახორციელებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელმაც ცალსახად დამნაშავედ სცნო გიორგი რურუა. ამ განაჩენმა წერტილი დაუსვა ოპოზიციის სპეკულაციებს, რომლებიც ცდილობდნენ უდანაშაულოდ გამოეცხადებინათ "ნაციონალურ მოძრაობად" წოდებული კრიმინალური დაჯგუფების ერთ- ერთი კრიმინალი ლიდერი. ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება, რადგანაც ხელისუფლება და ხელისუფლების სხვა შტოები არ ერევიან სასამართლო საქმეებში. 2012 წლის შემდგომ მკვეთრად არის გამიჯნული ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილება და მართლმსაჯულებას ახორციელებს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ რაიმე სახით ეჭვის ქვეშ დავაყენოთ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება",- განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისათვის, "მთავარი არხის"ერთ- ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.

იხილეთ ვიდეო:მმართველ გუნდში გიორგი რურუას მიმართ გამოტანილ განაჩენს აფასებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა