მალხაზ მაჩალიკაშვილი - თუ საჭირო გახდა, პოლიტიკაშიც წავალ და ყველგანაც ვიქნები

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე სხვადასხვა პარტიებისგან შემოთავაზება მიიღო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკაში მოსვლა არ სურს, თუმცა, თუ ეს მოხდება, ის არცერთ პარტიასთან დაკავშირებული არ იქნება.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ მე ვიბრძვი სამართლიანობისთვის, რათა სამართალი აღვადგინო და დავსაჯო ყველა ის ადამიანი, ვინც დანაშაულს ჩადის. ჩემს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე არ მაქვს საუბარი, ჩემსავით რამდენიმე ათეული, ასეული ადამიანია გამწარებული და ვიბრძვი ამ ადამიანებისთვის. არაერთხელ მითქვამს, თუ გახდა საჭირო, პოლიტიკაშიც წავალ და ყველგანაც ვიქნები. ამჟამად მე ვარ გარეთ, ხალხთან ერთად. ყოველთვის ვამბობ, თუ ჩემს საქმეს დასჭირდება, პოლიტიკაშიც წავალ და პარლამენტშიც, რომ ჩემი და სხვისი სამართალი აღსრულდეს. პარტიებთან კონსულტაციები გავიარე. თუმცა, ეს არის ხალხის თხოვნა, რომ მაჩალიკაშვილი პარლამენტში იხილონ, ათასობით ადამიანი მეხმიანება, უბრალოდ შინაგანი მე არ მაძლევს იმის უფლებას, ადამიანს პირდაპირ უარი ვუთხრა, ახლაც მოფიქრების რეჟიმში ვარ. თუ პოლიტიკაში წავედი, ამ ბრძოლას დავუკავშირებ ხალხს და არც ერთ მოძრაობასა და პარტიას. დიდ პატივს ვცემ „ნაციონალურ მოძრაობას" და დანარჩენ პარტიებსაც. ძალიან ბევრი პარტიისგან მქონდა შემოთავაზება. წავიდე თუ არა პოლიტიკაში დამოუკიდებლად, ახლა ამ პროცესში ვარ"-აცხადებს მაჩალიკაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა