პროკურორი გიორგი რურუას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს სწორ გადაწყვეტილებად აფასებს

„მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ბრალდების მხარე სწორ გადაწყვეტილებად აფასებს.

პროკურორ ვასილ სამხარაძის განცხადებით, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების საფუძველზე გამოიტანა.

„ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საბოლოოდ შეაფასა დღეს სასამართლომ და მიიღო ერთადერთი, სწორი გადაწყვეტილება. ბრალად წარდგენილ ქმედებებში, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველ ნაწილში და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილში გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და მას ერთობლიობაში სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით მიუსაჯა. ეს არის ლოგიკური გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ მიიღო. თავისთავად, სასამართლო მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე. მტკიცებულებებს რაც შეეხება, ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა, როგორც ერთი დანაშაულის, ასევე მეორე დანაშაულის მიმართ. პოლიტიკურ ჭრილს რაც შეეხება, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს, ბრალდების მხარესაც კონკრეტული მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი და მისი შეფასება მოხდა სასამართლოში", - განაცხადა სამხარაძემ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს