რომან გოცირიძე - საქმე ნელ-ნელა ივანიშვილის პირადი სანქციებისკენ მიდის

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, უმკაცრესი შეფასებები, რომელიც ხელისუფლების მისამართით ყოველდღიურად ისმის, საერთაშორისო იმიჯს აზიანებს და ხალხის კეთილდღეობაზე მოქმედებს, რადგან "ასეთ ქვეყანაში ინვესტორი ცხვირს არ შემოყოფს". აღნიშნული განცხადებით გოცირიძე 6 ამერიკელი კონგრესმენის მიერ აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

"საქმე ნელ- ნელა მიდის ივანიშვილის პირადი სანქციებისკენ. განცხადებები, რომ თითქოს ლობისტების მეშვეობით რესპუბლიკური პარტიის კანონპროექტის ჩანაწერი ივანიშვილის შესახებ, რომ იგი პუტინის მოკავშირეა, იქნებოდა ამოღებული, სად არის ამოღებული? ამოღებული კი არა, კიდევ უფრო მძიმე შეფასებები გაისმის კონგრესიდან. ეს თუ არ დამთავრდა, ანუ ხელისუფლება თუ არ შეიცვალა, საქართველოს ელოდება სერიოზული პრობლემები, მათ შორის, საერთაშორისო მხარდაჭერის კუთხით. დღეს ორი მძიმე ინფორმაცია გავიგეთ, თუ როგორ ემსახურება ივანიშვილი რუსულ ინტერესებს და მერე ალბათ პირად ინტერესებსაც. მილიარდი დოლარის პრეტენზია გააჩნია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ამერიკულ მეპატრონეს, სამი მილიარდი ლარი რომ დაკარგოს ქვეყანამ ეს ნიშნავს, რომ ეს იქნება ამოღებული თითოეული ოჯახის ჯიბიდან. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის გამო ზარალდება თითოეული ჩვენგანი, მაგრამ არ მოხდება ასე. ივანიშვილს მოუწევს პროექტის ჩაძირვისთვის პასუხისგება, როგორც პოლიტიკურად ასევე ფინანსურად",- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს წერილს უგზავნის, სადაც ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებს და წერს, რომ შეშფოთებულები არიან ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის შემცირებისა და შესაძლო კორუფციის გამო. კონგრესმენების წერილი ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა გაასაჯაროეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა