დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტიები, რომლებიც რეგიონებში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე უარს ამბობენ, პარტიული ინტერესებით მოქმედებენ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქარაძე მიიჩნევს, რომ პარტიები, რომლებიც რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების შეთანხმებაზე უარს ამბობენ, პარტიული ინტერესებით მოქმედებენ. აღნიშნულის შესახებ ბაქრაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, პარტიულ ინტერესები აქვს „ევროპულ საქართველოსაც“, თუმცა, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ხელისუფლების დამარცხებაა. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ამოდიან თუ არა პარტიული ინტერესებიდან ისინი, ვინც რეგიონებში კანდიდატების შეთანხმებაზე უარს ამბობენ, ბაქრაძე პასუხობს, რომ „ასე ფიქრობს“.

„გასაგებია, რომ პარტიას შეიძლება, ერჩივნოს, რომ დააყენოს რეგიონში კანდიდატი რამდენიმე მიზეზის გამო, რადგან, როცა არ გყავს შენი კანდიდატი და მხარს უჭერ სხვა პარტიას, იქ პარტიული ხმების რაოდენობა იმ სხვასთან შეიძლება, წავიდეს და ეს გასაგებია; როცა ახალი პარტია ხარ და გაქვს ცნობადობის პრობლემა, შეიძლებ, გერჩივნოს, რომ შენი კანდიდატი იყოს და შენი ნომერი მიიტანო ხალხამდე, გასაგებია. ეს ყველაფერი გასაგებია, ოღონდ ეს ყველაფერი არის პარტიული ინტერესიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი არის პარტიული არგუმენტი, როგორ სჯობს პარტიისთვის, რომ მეტი ხმა წამოიღო, ცნობადობა გაგეზარდოს, კანდიდატს მიება, ეს გასაგებია, ოღონდ ჩვენ ვამბობთ, რომ უფრო მაღალი ინტერესი ამ შემთხვევაში არის ხელისუფლების დამარცხება. ჩვენ, როგორც „ევროპული საქართველო“, გგონიათ ჩვენ არ გვაქვს ეს პრობლემა? ჩვენც გვაქვს ეს პრობლემა, რომ თუ რომელიმე სხვა რაიონში მხარს დავუჭერთ სხვა კანდიდატს , ჩვენი პარტიული ხმები წავა, ოღონდ მივდივართ ამ საფრთხეზე, ამ რისკზე იმისთვის, რომ გაიმარჯვოს ოპოზიციამ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო