DRI - სუს-ის უფლებამოსილებები მეტისმეტად ფართოა და მის საქმიანობაში საგამოძიებო კომპეტენციების დუბლირება იკვეთება

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ სუს-ის უფლებამოსილებები მეტისმეტად ფართოა და მის საქმიანობაში საგამოძიებო კომპეტენციების დუბლირება იკვეთება.

DRI - ი „თბილისი მარიოტში“ კვლევის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - კომპეტენციათა დუბლირება და პარალელური საგამოძიებო სისტემები“ პრეზენტაციას ხვალ გამართავს, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევის მიზანია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) საქმიანობასა და მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა.

მათივე ცნობით, როგორც წესი, უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობას საიდუმლოობის მაღალის ხარისხი ახასიათებს, რაც მათზე დემოკრატიული კონტროლის/ზედამხედველობის შესაძლებლობას ამცირებს. აღნიშნული სპეციფიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების სამსახურები მკაცრად უნდა იყვნენ შეზღუდულები ეროვნული უსაფრთხოების ინტერესის დაცვით და არ უნდა ახორციელებდნენ იმ აქტივობებს, რაც აღნიშნულთან არ არის დაკავშირებული.

DRI მიიჩნევს, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვასთან შეუსაბამოა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა, მაგალითად, კორუფციის თავიდან აცილება. მიუხედავად ამისა, როგორც სუს-იდან მიღებული სტატისტიკა გვიჩვენებს, სამსახურში ყველაზე მეტი დატვირთვა სწორედ ანტიკორუფციულ სააგენტოზე მოდის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2015 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 1 ნოემბრამდე დაიწყო გამოძიება 425 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის: 1) კონტრტერორისტულ ცენტრში - 49 სს საქმეზე; 2) ანტიკორუფციულ სააგენტოში - 291 სს საქმეზე; 3) კონტრდაზვერვის დეპარტამენტში - 63 სს საქმეზე; 4) სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში - 15 სს საქმეზე; 5) სამსახურის გენერალურ ინსპექციაში - 7 სს საქმეზე.

კვლევაში ასევე განხილულია საგამოძიებო სტრუქტურათა კომპეტენციების დუბლირებისა და პარალელური საგამოძიებო სისტემების მოქმედების საკითხი.

„როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოავლენს დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებას, რიგ შემთხვევებში, ავტომატურად იწყებს გამოძიებას. შესაბამისად, ანალოგიურ საქმეებზე შესაძლოა გამოძიება ერთ შემთხვევაში დაიწყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ხოლო სხვა შემთხვევაში, პროკურატურამ ან სხვა საგამოძიებო სტრუქტურამ, იმის მიხედვით, თუ რომელი უწყება გამოავლენს პირველად დანაშაულის შემცველ ქმედებას. პარალელური საგამოძიებო სისტემების არსებობა კი არასასურველ კონკურენციას, უფლებამოსილების გადამეტებასა და სახელმწიფოს რესურსების არარაციონალურ გადანაწილებას უწყობს ხელს.

აღნიშნული სამსახურების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან აცილებისათვის, მიზანშეწონილია, უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია ნათლად და ამომწურავად რეგულირდებოდეს კანონით. შესაბამისად, კონკრეტული მიზნის მისაღწევად მინიჭებული უფლებები, მხოლოდ ამ მიზნით უნდა გამოყენებოდეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პრეზენტაცია ხვალ 11:00 საათზე დაიწყება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა