სემეკის ახალი დისტანციური მომსახურებით 200 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი ახალი მომსახურებით - *303#, რომელიც საშუალებას იძლევა მობილური ტელეფონით მოქალაქემ მიიღოს კომუნალური მომსახურებების შესახებ ყველა ინფორმაცია, 3 თვეში 200,909 პირმა ისარგებლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საკომუნიკაციო კომპანიების „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ მოწოდებული მონაცემების შესაბამისად, *303# მომსახურება გამოიყენა პროგრამაში ჩართული კომუნალური მომსახურების ყველა კომპანიის აბონენტმა.

*303# მომსახურება მოქალაქეებს საშუალებას აძლევს კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, *303# მომსახურება არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას ან სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურისთვის. მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

ამ ეტაპზე *303# მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყლის“, შპს „რუსთავის წყლის“ და სს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ აბონენტებს.

მომსახურება ხელმისაწვდომია „მაგთიკომის“, „სილქნეტისა“ და „ბილაინის“ მომხმარებლებისათვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა