ჯანმო-ს წარმომადგენელი - მკაცრი კარანტინის შემდეგ ადამიანები დაიღალნენ, მაგრამ თუ წესებს არ დავიცავთ, ვირუსი კიდევ უფრო გავრცელდება

მკაცრი საკარანტინო ზომების შემდეგ ადამიანები დაიღალნენ და სურდათ, ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაბრუნებოდნენ, ამიტომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების ზრდა ფიქსირდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა დევიდ ნოვილო ორტიზმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი მოსახლეობა კორონავირუსთან დაკავშირებულ წესებს არ დაიცავს, ვირუსი კიდევ უფრო გავრცელდება.

„თუკი წესებს არ დავიცავთ, ვირუსი კიდევ უფრო გავრცელდება და ჩვენს ცხოვრებაზე იმოქმედებს,“- განაცხადა დევიდ ნოვილო ორტიზმა.

მისი ინფორმაციით, ამჟამად, მსოფლიოში ადამიანებზე 25 კანდიდატი ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს. სულ კი მეცნიერები 265 პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ.

„მეტი კანდიდატი ვაქცინა წარმატების მეტ შანსს ნიშნავს,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 17 528 800 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 10 975 208 და დაღუპულია 677 684 ადამიანი.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში