თბილისის მერიამ პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ დაიწყო

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე განახლებულ პარკში, მსმენელის წინაშე სრული შემადგენლობით თბილისის მერიის ბიგ-ბენდი წარსდგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კონცერტი ასევე ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე ახლად რეაბილიტირებულ პარკში გაიმართება და მასში მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მიიღეს.

მათივე ცნობით, კონცერტებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება კულტურის სფეროს მხარდაჭერას ემსახურება.

„თბილისის მერია განაგრძობს პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც ემსახურება კულტურის სფეროს მხარდაჭერას. სხვადასხვა უბანში, ღია ცის ქვეშ, ჩვენ შევთავაზებთ მოსახლეობას მონატრებულ შემსრულებლებს. პროექტს მომავალშიც გავაგრძელებთ და კიდევ ბევრ ლოკაციაზე შევხვდებით’’, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

უწყების ინფორმაციით, „თბილისის ცის ქვეშ“ დედაქალაქის მერიამ 2018 წელს დაიწყო. პროექტი ღია სივრცეებსა და განახლებულ პარკებში კულტურულ ღონისძიებებს მოიცავს.

„მომდევნო კონცერტი ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ახლად რეაბილიტირებულ პარკში, 2 აგვისტოს, 20:00 საათზე ჩატარდება. ამასთანავე, მუსიკალური საღამოები, ბენდებისა და ჯაზის შემსრულებლების მონაწილეობით, მომავალი კვირიდან უკვე „მზიურის“ პარკში, კიკვიძის პარკსა და გოძიაშვილის ბაღში გაიმართება. პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, გამართულ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა