„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები გლდანის მოსახლეობას შეხვდნენ

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები რეგიონების გარდა მხარდამჭერებთან შეხვედრებს დედაქალაქის მასშტაბითაც განაგრძობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, პარტიის ლიდერებმა ამჯერად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლებთან შეხვედრა გლდანში გამართეს. „თავისუფალი საქართველო“ ის პარტიაა, რომელიც ყურადღებით უსმენს ხალხს და მაქსიმალურად ითვალისწინებს მათ შეხედულებებსა და რეკომენდაციებს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ კარგად ვიცით, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ სოციალურ-ეკონომიკური, თუ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც საქართველო ამჟამად იმყოფება“, - განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში ისევე, როგორც თბილისის სხვა უბნებში „თავისუფალი საქართველო“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გლდანის რაიონშიც წარადგენს. „ამჟამად „თავისუფალ საქართველოში“ პარტიის ლიდერებისა და სახეების გადანაწილება მიმდინარეობს. აგვისტოს შუა რიცხვებამდე მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება ჩვენი წარმომადგენელი გლდანის რაიონში. გვაქვს მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი, ვინაიდან ჩვენი პარტია ფაქტობრივად ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი გამოკვეთილი ძალაა, რომელიც მთლიანად ეროვნული ღირებულებებით მოქმედებს და არცერთ პოლიტიკურ ბანაკს არ მიეკუთვნება“, - განაცხადა კახა კუკავამ.

„თავისუფალი საქართველო“ საარჩევნო კამპანიას განაგრძობს და პარტიის ლიდერები მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ხვდებიან.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.10.2025
თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც აჯიბადემის კლინიკათა ქსელიდან მსოფლიოს წამყვანი ორთოპედ-ქირურგი ხელმძღვანელობდა
საქართველოს უნივერსიტეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნას უერთდება