ადვოკატის განცხადებით, არის ვარაუდი და ეჭვი, რომ თამარ ბაჩალიაშვილს შეხვედრა საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე ჰქონდა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული ვიდეოჩანაწერები იმიტომ უნდა გადამოწმდეს, რადგან არის ძალიან ბევრი ვარაუდი და ეჭვი, რომ ბაჩალიაშვილს ჰქონდა შეხვედრა და ამ შეხვედრის შემდეგ მოხდა მისი სიცოცხლის მოსპობის დაგეგმვა.

„გუშინწინ იყო, რომ მე მივაწოდე ამ ვიდეო სათვალთვალო კამერების შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს და შესაბამისად, ახლა საჩქარო წესით, სანამ წაშლილა და გაუქმებულა, უნდა მიმართოს პროკურატურამ სასამართლოს, რომ ამოღება მოხდეს ვიდეოჩანაწერების.

ყველაფერი შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ ის გარემოებები და ის ლოკაციები, სადაც გადაადგილდებოდა, იქ არანაირად არ შეიძლება, ადამიანი თვითმკვლელობისთვის მიდიოდეს. ისეთი გარემოა, სადაც შეიძლება, ზუსტად, რაღაც შეხვედრა იგეგმებოდა და ვინმე უნდა ენახა და ისეთი ადგილმდებარეობაა, რომ სრულიად შესაძლებელია, იქ ჰქონდა მას ვიზიტი დაგეგმილი ვინმესთან,“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, დღეს გადაწყდება, როდის იქნება ავტომობილის ექსპერტიზა ჩატარებული.

„დღეს უნდა შევათანხმოთ შსს-სთან დრო და ექსპერტები, ვინც დაესწრება ამ ყველაფერს და ამავდროულად, უკვე გვეცოდინება თუ როგორ და რა პროცედურით იქნებიან ჩართულები უცხოელი ექსპერტები კომპიუტერთან დაკავშირებით და იმ ექსპერტიზებთან რომლებზეც მინდა რომ იყვნენ უცხოელი ექსპერტები,“- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული საკალმახე მეურნეობა, შპს "ათ"-ი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მათ ტერიტორიაზე არსებული კამერები 4 წელია არ მუშაობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო