თსუ ილია ჭავჭავაძის მედლით დაჯილდოვდა

თსუ ილია ჭავჭავაძის მედლით დაჯილდოვდა

ქართული იდენტობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ილია ჭავჭავაძის მედალი გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას, რომელიც ილიაობის დღესასწაულის ფარგლებში საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი და პროფესორები ესწრებოდნენ.

თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, პირველი ინსტიტუცია, რომელსაც ილია ჭავჭავაძის მედალი გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ისტორიული მნიშვნელობის ჯილდო მიიღო - ილია ჭავჭავაძის მედალი. ყველაფერი, რაც საქართველოში განათლებასთან, განსაკუთრებით კი უმაღლეს განათლებასთან არის დაკავშირებული, უპირველესად ილია ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება. ამდენად, ძალიან სიმბოლურია, რომ ილიაობის დღესასწაულზე ილია ჭავჭავაძის მედლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაჯილდოვდა“, - განაცხადა თსუ-ს რექტორმა.

ილია ჭავჭავაძის მედლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაჯილდოების გადაწყვეტილება ილიას ფონდის მზრუნველთა საბჭომ და ილიას სახლ-მუზეუმის მესვეურებმა ერთობლივად მიიღეს. სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელის ანდრო ბედუკაძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ამ ჯილდოს ღირსია.

„ილია ჭავჭავაძის მედლით უნდა დაჯილდოებულიყო ის გამორჩეული ინსტიტუცია, რომელიც ილიას მემკვიდრე და მისი გზის გამგრძელებელია. ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ დაგვეჯილდოებინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვინ უნდა დაჯილდოებულიყო თუ არა ისეთი ეროვნული ინსტიტუცია, როგორიც არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, - აღნიშნა ანდრო ბედუკაძემ.

თსუ-ს ინფორმაციით, საგურამოში დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას უნივერსიტეტის, ლიტერატურის სფეროს, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პოეტ ტარიელ ხარხელაურის თქმით, ეს ჯილდო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უნივერსიტეტის კედლებში სწავლობდა და სწავლობს.

„მე მაქვს სიამაყის განცდა, რომ უნივერსიტეტი ამ ჯილდოს იმსახურებს“, - აღნიშნა ტარიელ ხარხელაურმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ილია ჭავჭავაძის მედალი, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის მიერაა შექმნილი, ისეთ გამორჩეულ ინსტიტუციას ან პიროვნებას გადაეცემა, რომელსაც საგანმანათლებლო სივრცეში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა