აშშ-ში ძლიერ შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში ძლიერ შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს შტორმი „ისაიასი“ დაატყდა თავს. CNN-ი იუწყება, რომ სტიქიას ჩრდილოეთ კაროლინას შტატში მინიმუმ ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

CNN-ის ინფორმაციითვე, სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ძლიერი ქარიშხლის გამო მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ყველაზე მეტად ამ დროისთვის ნიუ-ჯერსის შტატია დაზარალებული, სადაც 325 000-ზე მეტ ადამიანს შეუწყდა ელექტროენერგია.

შტორმმა დააზარალა ვირჯინიის, მერილენდისა და პენსილვანიის შტატებიც.

სინოპტიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათი მტკიცებით, ძლიერმა წვიმებმა, შესაძლოა, მდინარეების ადიდება, დასახლებული ტერიტორიების დატბორვა და მეწყერი გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ ქარიშხალი „ისაიასი“ კარიბის ზღვის კუნძულებს ორშაბათს დაატყდა თავს, სადაც სტიქიურ უბედურებას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა