ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2 700-ზე მეტი ადამიანი

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა და 2,700-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოები გადავსებულია და დანგრეულია უამრავი შენობა.

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ახლომდებარე შენობების მინები და ჩამოინგრა აივნები. ადგილობრივი მედია და უსაფრთხოების სამსახურები იუწყებიან, რომ აფეთქება ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობია.

ლიბანის პრეზიდენტმა, ბეირუთში მომხდარი მასშტაბური აფეთქების, შემდეგ, შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობის მობილიზაცია გამოაცხადა და დაავალა, რომ სიტუაციის მოგვარებაში ჩაერთონ.

ასევე, მან სამხედრო მოსამსახურეებს დაზარალებულ რაიონებში პატრულირება დაავალა, რათა უსაფრთხოება უზრუნველყონ. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში 5 აგვისტო საყოველთაო გლოვის დღედ გამოაცხადა.

ამასთან, „წითელი ჯვრის“ ლიბანის სამსახურმა ნებისმიერი სისხლის ჯგუფის დონორს მობილიზება სთხოვა.

CNN-ის ინფორმაციით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების ბიძგები 240 კილომეტრის მოშორებით მდებარე კვიპროსშიც იგრძნობოდა.

04.08.2025 / 09:05

პაატა ზაქარეიშვილი - ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!

7 პარტიის აკრძალვა და საქმის აღძვრა ყოფილ პრემიერზე - რა იქნება წულუკიანის კომისიის დასკვნაში

დავით ზურაბიშვილი - “პაატა ბურჭულაძის სამოქალაქო პოზიციას ვაფასებ, მაგრამ ძალიან არასერიოზულია მისი წინადადება... ჩანს, არავინ ეუბნება, რომ ცდება”

საარჩევნო კამპანია ლიდერების გარეშე - “თუ დაინახეს, რომ ოპოზიციის რეიტინგი იზრდება, პრეზიდენტმა შეიძლება ხაზარაძე და ჯაფარიძე შეიწყალოს”

გიორგი გობრონიძე - “ტრამპი მიხვდა, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და მოუწევს სწორედ ძალის დემონსტრირება”

ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2 700-ზე მეტი ადამიანი

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა და 2,700-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოები გადავსებულია და დანგრეულია უამრავი შენობა.

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ახლომდებარე შენობების მინები და ჩამოინგრა აივნები. ადგილობრივი მედია და უსაფრთხოების სამსახურები იუწყებიან, რომ აფეთქება ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობია.

ლიბანის პრეზიდენტმა, ბეირუთში მომხდარი მასშტაბური აფეთქების, შემდეგ, შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობის მობილიზაცია გამოაცხადა და დაავალა, რომ სიტუაციის მოგვარებაში ჩაერთონ.

ასევე, მან სამხედრო მოსამსახურეებს დაზარალებულ რაიონებში პატრულირება დაავალა, რათა უსაფრთხოება უზრუნველყონ. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში 5 აგვისტო საყოველთაო გლოვის დღედ გამოაცხადა.

ამასთან, „წითელი ჯვრის“ ლიბანის სამსახურმა ნებისმიერი სისხლის ჯგუფის დონორს მობილიზება სთხოვა.

CNN-ის ინფორმაციით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების ბიძგები 240 კილომეტრის მოშორებით მდებარე კვიპროსშიც იგრძნობოდა.

ემილ ავდალიანი -  მიუხედავად ზანგეზურის დერეფნის შესაძლო გახსნისა, საქართველოზე გამავალი გზა უკვე აწყობილია და მასში ჩართულები არიან ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ევროკავშირი, ჩინეთი და სხვები
ანდრო გოცირიძე  -   შეუიარაღებელი  თვალითაც კი ჩანს, რომ უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში ჩამოშლილია და ორიენტირებულია მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის ინტერესის დაცვაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2025
„მონოლით დიღომი სითი“ – ახალი საცხოვრებელი კომპლექსი გადახდის საუკეთესო პირობებით
ყოველწლიური კონფერენცია მოწამვლისა და ტრავმული დაზიანებების პრევენციის შესახებ