07.07.2025 / 08:38
კობა გვენეტაძის განცხადებით, განახლებული პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა არა 4%-ით, არამედ 5%-ით შემცირდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, განახლებული პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა არა 4%-ით, არამედ 5%-ით შემცირდება.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ამ დროისთვის როგორია ეროვნული ბანკის პროგნოზი ქვეყნის ეკონომიკურ ვარდნასთან დაკავშირებით, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ აქამდე არსებული ეკონომიკური ზრდის -4%-იანი პროგნოზი გადაიხედა და მისი გაუარესება გლობალური ეკონომიკური აქტივობის პანდემიის საწყის ეტაპთან შედარებით მეტად შემცირებას უკავშირდება.

„განახლებული პროგნოზით ვფიქრობთ, რომ 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა საქართველოში -5% იქნება. მოგეხსენებათ, წინა პროგნოზი -4% იყო. ეს ცვლილება განაპირობა გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო მეტად შემცირებას, ვიდრე ეს პანდემიის საწყისზე იყო“,-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს