07.07.2025 / 08:38
ვინც 31 აგვისტოს ჩათვლით ავტომობილს „ალდაგში“ დააზღვევს, ერთწლიან დაზღვევაზე 30 დღეს საჩუქრად მიიღებს

„ალდაგი“ 30 წლისაა - საიუბილეო აქცია ავტოდაზღვევაზე გრძელდება. მათთვის, ვინც 31 აგვისტოს ჩათვლით ავტომობილს „ალდაგში“ დააზღვევს, ერთწლიან დაზღვევაზე 30 დღეს საჩუქრად მიიღებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ალდაგიდან“ აცნობეს, ავტოდაზღვევის კამპანიის ფარგლებში, „ალდაგმა“ უკვე გამოავლინა 30 გამარჯვებული, რომელსაც ერთწლიანი ავტოოპტიმუმი აჩუქა, ახლა კი მიმდინარე თვის განმავლობაში, მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება, დაზღვევის ერთი თვე საჩუქრად მიიღონ სტანდარტული ავტოდაზღვევის პროდუქტზე.

„ავტომობილის დაზღვევა „ალდაგში“ შესაძლებელია დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად. დაზღვევა ფარავს ისეთ რისკებს, როგორებიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, ხანძარი, ქურდობა, აფეთქება და სტიქიური უბედურებები. გარდა ამისა, ალდაგის ავტოდაზღვევას საჩუქრად მოყვება სხვადასხვა სარგებელი: ლაფეტით მომსახურება, ავტოასისტანსი, უფლებამოსილი მძღოლების შეუზღუდავი რაოდენობა და ა.შ.

„ალდაგში“ დანერგილი ინდივიდუალური მიდგომის თანახმად, ავტოდაზღვევის ფასი ინდივიდუალურად გამოითვლება, ყოველი მომხმარებლის გამოცდილების გათვალისწინებით.

გამოიყენეთ შანსი, დააზღვიეთ ავტომობილი 31 აგვისტომდე და მიიღეთ ერთი თვე საჩუქრად ერთწლიან დაზღვევაზე“, - აღნიშნულია „ალდაგის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს