მიხეილ რამიშვილი - ბაჩანა ლობჟანიძე დაკითხულია მრავალჯერ და კიდევ გაგრძელდება მისი სუბიექტის დადგენა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ადასტურებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე მას კომპიუტერის ექსპერტიზაზე წაყვანილი ჰყავდა, რადგან მან იცოდა, რომ ის ამ სფეროში გარკვეული იყო.

ადვოკატის თქმით, ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის საქმეზე არაერთხელ არის დაკითხული და მისი სუბიექტის დადგენის საკითხი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კიდევ გაგრძელდება.

„რაც შეეხება ბაჩანა ლობჟანიძის საკითხს, ის დაკითხულია მრავალჯერ და კიდევ გაგრძელდება მისი სუბიექტის დადგენა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ურთიერთობები, ვთქვათ, თამუნასთან, მის სამეგობრო წრესთან. მე ვადასტურებ, რომ ის მყავდა ექსპერტიზაზე წაყვანილი, რადგან მე მქონდა ინფორმაცია, რომ მას აქვს კომპიუტერთან შემხებლობა და იცის ეს საქმე. მე ვერ გეტყვით, ის რატომ გრძნობს თავს საქართველოში დაუცველად და რატომ ითხოვს თავშესაფარს, ამის თაობაზე მან აუცილებლად უნდა განაცხადოს სამართალდამცავ ორგანოებში. მე ეს პიროვნება თამუნას ოჯახში გავიცანი, როდესაც მივედი დაკრძალვის დღეს, იჯდა სუფრასთან, გამაცნეს, როგორც თამუნას მეგობარი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს