საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ინფორმაციით, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

კერძოდ, თბილისში გამართულ მაღალი დონის საინფორმაციო შეხვედრაზე პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მიმდინარე სტატუსი და საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური ფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს.

„5 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილეს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სტატუსი, აგრეთვე საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, ევროპის საბჭოს პროექტის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლობით ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრაზე.

შეხვედრა გახსნა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში, ვაჰაგ მურადიანმა. შეხვედრის დროს დამსწრე საზოგადოებას პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მიმდინარე სტატუსი და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესი გააცნეს.

ღონისძიებაზე ასევე გაიმართა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია, რომელიც ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით შეიქმნა. ვებ – პლატფორმა საშუალებას აძლევს არჩევნებით დაინტერესებულ მხარეებს და ფართო საზოგადოებას ჰქონდეს უკეთესი წვდომა პოლიტიკური ფინანსების კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგის განხორციელების მიზნით.

შეხვედრაზე მონაწილეებმა გამართეს აქტიური დისკუსია მომავალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ასევე გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ასპექტებზე.

ღონისძიება მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ მიერ”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა