გიორგი კანდელაკი - საბერძნეთში საქართველოს ელჩმა ბერძნული მხარე შოკში ჩააგდო

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ გიორგი კანდელაკის განცხადებით, საბერძნეთში საქართველოს ელჩმა ბერძნული მხარე შოკში ჩააგდო.

კანდელაკის თქმით, ნათია თურნავა ჩრდილს აყენებს საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობებს, რადგან შეუძლებელია, საბერძნეთის ელჩს არ ჰქონოდა დანამდვილებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო საბერძნეთს საზღვრის გახსნას და რეგულარული ფრენების განახლებას დაპირდა, მაგრამ პირობა არ შეასრულა.

„მსურს საზოგადოების ყურამდე მივიტანო ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია თუ როგორი უხერხული სიტუაცია შეიქმნა რამდენიმე კვირის წინ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ საქართველოს ელჩთან დავით დონდუასთან შეხვედრაზე, რომელსაც საბერძნეთის მხარემ აჩვენა ევროკავშირის შიდა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებაში საბერძნეთის დამსახურება მნიშვნელოვანია. იმის გათვალისწინებითაც, რომ საბერძნეთს ვირუსთან ბრძოლის კარგი სტატისტიკა აქვს, საბერძნეთის მხარის სურვილია, რომ საქართველოსთან გაიხსნას საზღვარი და აღდგეს ფრენები. პასუხად, საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ დოკუმენტების ნამდვილობაში ეჭვი შეიტანა - როგორც ჩანს, თბილისიდან ინსტრუქციით, რითაც საბერძნეთის მხარის შოკი გამოიწვია და საქართველოსა და საბერძნეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებს ჩრდილი მიაყენა.

იმის გათვალისწინებით რომ საბერძნეთი პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მართლაც ძალიან აქტიურობდა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების კონტექსტში, რომ საბერძნეთს მართლაც გააჩნია კარგი ეპიდსიტუაცია და რომ საბერძნეთში იმყოფება ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე, რომელსაც სურს სამშობლოში დაბრუნება, „ქართული ოცნების“ უარი საზღვარი გახსნას საბერძნეთთან და ნება დართოს „ეგეოსის ავიახაზებსა“ და „ვიზეარს“ განახორციელოს რეგულარული ფრენები სიბრიყვე და მავნებლობაა“,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს