პროკურორის განცხადებით, ბრალდებული ექიმის მაგდა ხოჭოლავას მიმართ ძებნა გამოცხადდება

კომაში მყოფი პაციენტის ნათია ცირეკიძის საქმეზე ბრალდებული ექიმის, მაგდა ხოჭოლავას მიმართ ძებნა გამოცხადდება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განუცხადა.

ექიმს, რომელსაც „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ უკანონო საექიმო საქმიანობის განხორციელება ედება ბრალად, საქართველოში არ იმყოფება. დავით გუმბერიძის განცხადებით, მან საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც ის გამოკითხვაზე დაიბარეს.

„მაგდა ხოჭოლავას რაც შეეხება, 2019 წლის 16 მარტს, როცა ჩვენ უშუალოდ ოპერაციის ჩამტარებელი ექიმები დაკითხვაზე დავიბარეთ, მაგდა ხოჭოლავამ საქართველოს ტერიტორია 2019 წლის 17 მარტს დატოვა. მანამდე, 2 წლის განმავლობაში, ის ქვეყნის საზღვარზე 32-ჯერ იყო შემოსული, საგამოძიებო ორგანოში მისი გამოცხადების ვალდებულების არსებობის შემდეგ კი, ის საერთოდ არ დაბრუნდა ქვეყანაში. მასთან შესაბამისი კომუნიკაცია გვქონდა და უარი განაცხადა საქართველოში დაბრუნებაზე. რა თქმა უნდა, ძებნას გამოვაცხადებთ“, - განაცხადა გუმბერიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა