წყნეთში და ბარნოვის ქუჩაზე სახლების გამაგრება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, წყნეთში, გაგრის N8ა-სა და ბარნოვის N83-ში მრავალბინიანი სახლების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გამაგრდება და განახლდება ავარიული სახლების საფუძველი და კედლები. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით, 310 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

„გასული წლების მსგავსად და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობით, ვაგრძელებთ ავარიული სახლების გამაგრების პროექტებს. ეს ის სახლებია, წყნეთში და ბარნოვის ქუჩაზე, სადაც ცხოვრება გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა. ამიტომ ამ სამუშაოების განხორციელება უმნიშვნელოვანესია აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ამ ორი პროექტის ღირებულება 300 000 ლარზე მეტია. ამ დროისთვის, ვაკის რაიონში კიდევ ერთი სახლის გამაგრება მიმდინარეობს”, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, წყნეთში, გაგრის N8ა-ში 15 ოჯახი, ხოლო ბარნოვის N83-ში 8 ოჯახი ცხოვრობს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

წყნეთში და ბარნოვის ქუჩაზე სახლების გამაგრება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, წყნეთში, გაგრის N8ა-სა და ბარნოვის N83-ში მრავალბინიანი სახლების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გამაგრდება და განახლდება ავარიული სახლების საფუძველი და კედლები. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით, 310 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

„გასული წლების მსგავსად და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობით, ვაგრძელებთ ავარიული სახლების გამაგრების პროექტებს. ეს ის სახლებია, წყნეთში და ბარნოვის ქუჩაზე, სადაც ცხოვრება გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა. ამიტომ ამ სამუშაოების განხორციელება უმნიშვნელოვანესია აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ამ ორი პროექტის ღირებულება 300 000 ლარზე მეტია. ამ დროისთვის, ვაკის რაიონში კიდევ ერთი სახლის გამაგრება მიმდინარეობს”, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, წყნეთში, გაგრის N8ა-ში 15 ოჯახი, ხოლო ბარნოვის N83-ში 8 ოჯახი ცხოვრობს.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო