თამარ ბაჩალიაშვილის დედა გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს. თეონა თამაზაშვილი პროკურატურის შენობასთან დარჩენას მანამდე აპირებს, ვიდრე შოთაძე არ შეხვდება.

იმ შემთხვევაში კი, თუ პროკურორი თამაზაშვილს არ შეხვდება, თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობის დაწყებას გეგმავს.

„მე აღარაფრის იმედი არ მაქვს, მაგრამ ყველაფერს ვცდილობ და ვაკეთებ”,- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს