ნათია თურნავას განცხადებით, ბეირუთში მომხდარი ტრაგედიის და 7 წლის წინ საქართველოში დატვირთული გემის ერთმანეთთან დაკავშირება უსაფუძვლოა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბეირუთში მომხდარი ტრაგედიის და 7 წლის წინ საქართველოში დატვირთული გემის ერთმანეთთან დაკავშირება უსაფუძვლოა. როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ამ შემთხვევაში ექსპორტიორი ქვეყანა ვერ აგებს პასუხს.

„ამონიუმის გვარჯილა არის აზოტოვანი სასუქი, რომელსაც წლებია უკვე საქართველოც აწარმოებს და ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ კი მისი მოხმარების და შენახვის ტექნოლოგია დაცული არაა, შეიძლება სავალალო შედეგები მივიღოთ. საუბარია, რომ 2013 წელს მოხდა ამ გემის დატვირთვა ამ პროდუქციით ერთ-ერთ ჩვენს პორტში ყველა ნორმის დაცვით. ეს იყო 7 წლის წინ და ამ პერიოდის განმავლობაში ვინ შეიძინა, რა ტექნიკური გაუმართაობა ჰქონდა გემს, რა პირობებში იყო ეს საქონელი შენახული და ასე შემდეგ, ამაზე ექსპორტიორი ქვეყანა ვერ აგებს პასუხს. მცდელობა, რომ ეს სავალალო ფაქტი, რის გამოც ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ და 7 წლის წინ ჩვენთან დატვირთული გემი დავაკავშიროთ ერთმანეთთან, არის უსაფუძვლო”,-განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 5 000-ს მიაღწია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს