შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური ასამბლეის რიგით 55-ე სესია ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს

მიუხედავად იმისა, რომ გლობალურმა პანდემიამ გარკვეულწილად შეცვალა ასამბლეის მუშაობის დღის წესრიგი, ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან თემებზე შევძელით მუშაობა და იმედი მაქვს, რომ მომავალში საქართველო ეფექტურად გამოიყენებს ამ ფორმატს, რათა ჩვენი სტრატეგიული ინტერესები, ასევე, რეგიონის სტრატეგიული ინტერესები იყოს მაქსიმალურად შეთანხმებული პარტნიორ ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 55-ე სესიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, გენერალური ასამბლეის ბიუროს რიგით 62-ე სხდომას და მუდმივმოქმედი კომიტეტის 55-ე სხდომას, რომელიც ონლაინ-ფორმატში მიმდინარეობს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვება.

„დღეს გაიმართება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. ამ ერთი წლის განმავლობაში, საქართველო იყო ასამბლეის პრეზიდენტი, ჩვენ ვხელმძღვანელობდით ასამბლეის საქმიანობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც შავი ზღვის აუზის ქვეყნები განიხილავენ ეკონომიკური, პოლიტიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს. ჩვენ შევაჯამებთ ამ პერიოდს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის ინფორმაციით, პლენარულ სესიას გახსნით ნაწილში სიტყვით მიმართავენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ოთარ დანელია და საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი ასაფ ჰაჯიევი.

მათივე ცნობით, გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის, ეკონომიკურ, სავაჭრო, ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის საკითხთა და კულტურის, განათლების და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომები.

სხდომებზე საპარლამენტო ასამბლეის წლიური ანგარიშს განიხილავენ. წარმოდგენილი იქნება მოხსენებები, რომლებშიც PABSEC-ის სხვადასხვა წევრები მონაწილეობენ.

პლენარული სესიის დასრულებისას საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC)- თავმჯდომარეობას მომდევნო 6 თვის ვადით საბერძნეთს გადააბარებს.

შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC) 1993 წელს, წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და BSEC-ის ფარგლებში, დასახული მიზნების განხორციელებისათვის, სამართლებრივი მხარდაჭერისა და ჰარმონიზაციის მიზნით შეიქმნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო