საქართველოში „აიპლიუსი" მომხმარებლებს Summer Sale კვირეულის ფასდაკლებებს სთავაზობს

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში „აიპლიუსი" მომხმარებლებს Summer Sale კვირეულის ფასდაკლებებს სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „აიპლიუსიდან“ აცნობეს, 15 აგვისტომდე შეძენილ ნებისმიერ პროდუქციაზე სპეციალური ფასები და უნიკალური შეთავაზებები იმოქმედებს. მათივე ცნობით, ახალი მოდელების iPhone-ის შეძენისას, მომხმარებელი მიიღებს 480 ლარამდე სარგებელს და საჩუქრებს.

მათივე ინფორმაციით, საზაფხულო ფასდაკლებებთან ერთად საჩუქრად ყველა მოდელზე გავრცელდება სხვადასხვა ტიპის უკაბელო ყურსასმენები, წყალგამძლე დინამიკები, ბრონირებული დამცავები და მსოფლიოში ყველაზე პატარა 2 ბარათიანი მობილური ტელეფონები.

„ნებისმიერი iPhone შეძენისას მომხმარებლებს გადავცემთ საჩუქრებს. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ყველაზე პოპულარული ნივთებია უკაბელო ყურსასმენი და წყალგამძლე დინამიკები, ამიტომ ყველა მომხმარებლებს სხვადასხვა iPhone-სა და MacBook-ის შეძენისას თავად შეეძლებათ შეარჩიონ სასურველი საჩუქარი. ასევე, აღსანიშნავია ონლაინ განვადების განახლებული სისტემა, სადაც სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ დაიმტკიცოთ ნებისმიერი პროდუქტი. ამ პერიოდში სახლში მოტანილი ნივთი, თანაც შეკვეთიდან 30 წუთში, ნამდვილად ფუფუნებაა ქართული ბაზრისთვის“, - აცხადებს კომპანიის მენეჯერი გიორგი ჩიხრაძე.

კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები სმარტფონების აქსესუარებზეც ელით. ბრონირებული დამცავების და ქეისების შეძენა 40%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი. ასევე 50%-მდე სარგებელია ტექნიკური დეტალების (შუშის, ეკრანის, ნაწილების) შეცვლისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა