სერგო ჩიხლაძე - ახლა ვისმენთ ახალ დაპირებებს, რომელიც არის მორიგი ცრუ დაპირება და გადაფარვა დღევანდელი იმ მოვლენებისა, რომელიც აშშ-ს მხრიდან საქართველოში მხარდაჭერის შეჩერებას შეეხება

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე საქართველოს მთავრობის ახალ სოციალური დახმარების პროგრამებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „დამსხვრეული ოცნებების" მთავრობა ძველი დაპირებებით და გამოყოფილი ფულით ახალ დაპირებებს გასცემს.

სერგო ჩიხლაძის თქმით, ეს დახმარებები ვერ უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას.

„გახარიას დღევანდელი დაპირებები არის მცდელობა, რომ ერთი მხრივ, გადაიფაროს ის ნეგატიური მოვლენები, რაც დაკავშირებულია ამერიკის თავდაცვის აქტთან და იმ სავარაუდო სანქციებთან, რომელიც შეიძლება დაუწესდეს საქართველოს. მეორე - რაც მნიშვნელოვანია, ადრე დაანონსებული და გამოყოფილი 400 მილიონი ლარი და იგივე დახმარებები, 200- ლარიანი, 300 ლარიანი, რომელიც უნდა გაეცა „დამსხვრეული ოცნებების" მთავრობას, მათ ეს არ გააკეთეს და აქედან დახარჯულია მხოლოდ 69 მილიონი ლარი. ფაქტობივრად, ისევე ძველი დაპირებით და გამოყოფილი ფულით, ისინი ახალ დაპირებებს გასცემენ. ეს ძალიან გავს იმ დაპირებას, რომელიც იყო ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით დაპირებული. რეალურად, „ქართუ ბანკმა“ რამდენიმე 10 მილიონი ლარი დახარჯა ანუ ეს არის იგივე ცრუ დაპირებები, რომელებიც მათ ჰქონდათ ადრე და ახლაც იგივე დაპირებები აქვთ. ეს მაშინ, როდესაც რეალურად იმ დაპირებული 200-300 ლარიანი დახმარება ძალიან ბევრ ადამიანს არ აუღია, ვინც სამსახური დაკარგა, ვინც მცირე ბიზნესის წარმომადგენელი იყო და ბიზნესი ჩამოეშალა, გაუკოტრდა”, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი თქმით, 300 ლარიანი ანაზღაურება „ვერ დაფარავს იმ ზარალს საქართველოში, რომელიც მცირე ბიზნესს მიადგა”.

„ეს არის უბრალოდ ზღვაში წვეთი და ბევრი მათგანისთვის უკვე გვიანი. მათ უწევდათ ბიზნესის დახურვა მთავრობის მხარდაჭერის არარსებობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მოქალაქეების ენერგეტიკული ხარჯების ნაწილობრივ დაფარვას, ამ ნაწილში კრიზისიდან დაკარგული 250,000 სამუშაო ადგილისთვის ნაწილობრივ ანაზღაურებაც კი არ ხდება. ხალხისთვის რამდენიმე ლარის მიცემა ვერ დაფარავს ხელისუფლების წარუმატებელ ეკონომიკურ მართვას, არა მხოლოდ ამ კრიზისში, არამედ მათ წარუმატებლობას ბოლო 8 წლის განმავლობაში, რამაც გააღარიბა ქვეყანა და მოქალაქეები. „დამსხვრეული ოცნების“ პარტიამ ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას. მცირე გრანტებით ამ ზარალის კომპენსირება ვერ მოხდება. საქართველოს სჭირდება თავისი ეკონომიკის აღდგენა და სერიოზული სტრატეგია სიღარიბის და უმუშევრობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ოფიციალური მონაცემებიდან 250000 ადამიანამდე თვითდასაქმებულმა თუ დასაქმებულმა დაკარგა სამუშაო ადგილები და ამ ადამიანებისთვის რეალურად არაფერი გაკეთებულა და ახლა ვისმენთ ახალ დაპირებებს, რომელიც არის მორიგი ცრუ დაპირება და გადაფარვა დღევანდელი იმ მოვლენებისა, რომელიც ამერიკის მხრიდან საქართველოში მხარდაჭერის შეჩერებას შეეხება," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა