დავით ჭიჭინაძე - ადამიანებს სჭირდებათ სამუშაო ადგილები, გადარჩენის პროგრამა, არა ის, რასაც ვხედავთ, რომ ვიღაცებს თურმე დაეხმარებიან!

ადამიანებს სჭირდებათ სამუშაო ადგილები, გადარჩენის პროგრამა და არა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ ვიღაცებს თურმე დაეხმარებიან! , - ასე ეხმიანება, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე პრემირ-მინისტრ გახარიას განცხადებას, „ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილების დახმარებების შესახებ.

„ თუ სახელმწიფო არ შეკვეცავს ამ ფინანსურ დახმარებებს და პირდაპირ არ შეძლებს ადამიანების დახმარებას, ეს იქნება ისევ და ისევ ფიქცია და ახალი 420 მილიონი აღმოჩნდება ისევ ბანკირების ჯიბეში!

ანუ, ის მოვლენები რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, არ არის ფინანსური კრიზისი ეს არის ეკონომიკური კრიზისი.

ჩვენი მთავრობა კი, ამ ეკონომიკური კრიზისის დამარცხებას, ისევ ფინანსური კრიზისთან ბრძოლის მეთოდებით ცდილობს და იმის მაგივრად, რომ სამუშაო ადგილები შექმნან და კონკრეტული გადარჩენის პროგრამა აამოქმედონ, ისევ არიგებენ ფულს, რასაც აუცილებლად მოყვება გარღვევა, ფასების კატასტროფული ზრდა...

სწორედ ამაზე ვაფრთხილებდი პანდემიის დაწყების პირველივე დღეს, ეკონომიკურ გუნდს და პრემიერ გახარიას, რომელიც დღეს შფოთავს, რომ ეკონომიკა თურმე ღრმა რეცესიაში შედის“, - აცხადებს ჭიჭინაძე, რომლის კომენტარსაც „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

დავით ჭიჭინაძე - ადამიანებს სჭირდებათ სამუშაო ადგილები, გადარჩენის პროგრამა, არა ის, რასაც ვხედავთ, რომ ვიღაცებს თურმე დაეხმარებიან!

ადამიანებს სჭირდებათ სამუშაო ადგილები, გადარჩენის პროგრამა და არა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ ვიღაცებს თურმე დაეხმარებიან! , - ასე ეხმიანება, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე პრემირ-მინისტრ გახარიას განცხადებას, „ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილების დახმარებების შესახებ.

„ თუ სახელმწიფო არ შეკვეცავს ამ ფინანსურ დახმარებებს და პირდაპირ არ შეძლებს ადამიანების დახმარებას, ეს იქნება ისევ და ისევ ფიქცია და ახალი 420 მილიონი აღმოჩნდება ისევ ბანკირების ჯიბეში!

ანუ, ის მოვლენები რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, არ არის ფინანსური კრიზისი ეს არის ეკონომიკური კრიზისი.

ჩვენი მთავრობა კი, ამ ეკონომიკური კრიზისის დამარცხებას, ისევ ფინანსური კრიზისთან ბრძოლის მეთოდებით ცდილობს და იმის მაგივრად, რომ სამუშაო ადგილები შექმნან და კონკრეტული გადარჩენის პროგრამა აამოქმედონ, ისევ არიგებენ ფულს, რასაც აუცილებლად მოყვება გარღვევა, ფასების კატასტროფული ზრდა...

სწორედ ამაზე ვაფრთხილებდი პანდემიის დაწყების პირველივე დღეს, ეკონომიკურ გუნდს და პრემიერ გახარიას, რომელიც დღეს შფოთავს, რომ ეკონომიკა თურმე ღრმა რეცესიაში შედის“, - აცხადებს ჭიჭინაძე, რომლის კომენტარსაც „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი