რუსლან აბაშიძემ „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ დევნილი ბენეფიციარები მოინახულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აბასთუმანში აფხაზეთიდან დევნილი ბენეფიციარები მოინახულა, რომლებიც „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ სარეაბილიტაციო კურსს გადიან.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრას „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორი ზაზა ავალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ნანა გოგოხია და ,,აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ თანამშრომლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძემ სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. შეხვედრაზე სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე, სასუნთქი გზების ქრონიკული პათოლოგიის მქონე აფხაზეთიდან დევნილი ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომობის და პროგრამაში მათი ჩართულობის გაზრდაზე ისაუბრეს.

„თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ,,აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით 2019 წელს აშენდა. შენობა 100 საწოლზეა გათვლილი და სამედიცინო დაწესებულებაში ფილტვზე სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები მკურნალობენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პაციენტები ცენტრში 20-დღიან უფასო, მრავალპროფილურ, სარეაბილიტაციო თერაპიის კურსს გადიან. სახელმწიფო პროგრამაში დევნილთა მონაწილეობას და მათი უფასო ტრანსპორტირების საორგანიზაციო საკითხებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უზრუნველყოფს.

დევნილების პირველი ნაკადი სამკურნალოდ 31 ივლისს გაემგზავრა, პროგრამაში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია გრძელდება და მათი ცენტრში ტრანსპორტირება ეტაპობრივად განხორციელდება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

რუსლან აბაშიძემ  „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ დევნილი ბენეფიციარები მოინახულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აბასთუმანში აფხაზეთიდან დევნილი ბენეფიციარები მოინახულა, რომლებიც „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ სარეაბილიტაციო კურსს გადიან.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრას „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორი ზაზა ავალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ნანა გოგოხია და ,,აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ თანამშრომლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძემ სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. შეხვედრაზე სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე, სასუნთქი გზების ქრონიკული პათოლოგიის მქონე აფხაზეთიდან დევნილი ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომობის და პროგრამაში მათი ჩართულობის გაზრდაზე ისაუბრეს.

„თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ,,აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით 2019 წელს აშენდა. შენობა 100 საწოლზეა გათვლილი და სამედიცინო დაწესებულებაში ფილტვზე სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები მკურნალობენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პაციენტები ცენტრში 20-დღიან უფასო, მრავალპროფილურ, სარეაბილიტაციო თერაპიის კურსს გადიან. სახელმწიფო პროგრამაში დევნილთა მონაწილეობას და მათი უფასო ტრანსპორტირების საორგანიზაციო საკითხებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უზრუნველყოფს.

დევნილების პირველი ნაკადი სამკურნალოდ 31 ივლისს გაემგზავრა, პროგრამაში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია გრძელდება და მათი ცენტრში ტრანსპორტირება ეტაპობრივად განხორციელდება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო