დონალდ ტრამპმა TikTok-ისა და WeChat-ის აკრძალვასთან დაკავშირებით განკარგულებებს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას TikTok-ის მფლობელ კომპანია ByteDance-სთან გარიგებების აკრძალვის შესახებ.

BBC-ის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ 45 დღეში ByteDance-სთან ყველანაირი გარიგება აიკრძალება.

„აშშ-მ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით TikTok-ის მფლობელების წინააღმდეგ აგრესიული ქმედება უნდა განახორციელოს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოქმედი კომპანიების კუთვნილი და შექმნილი მობილური აპლიკაციები აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას საფრთხეს უქმნის,“- აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსგავსი განკარგულება ჩინური კომპანია Tencent-ის კუთვნილი აპლიკაციის, WeChat-ის, აკრძალვის მინზითაც გამოსცა.

TikTok-ი უარყოფს აშშ-ის ხელისუფლების ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მას ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს, ან ჩინეთის ხელისუფლებას ის მომხმარებელთა მონაცემების შესახებ ინფორმაციას აწვდის.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპმა TikTok-ისა და WeChat-ის აკრძალვასთან დაკავშირებით განკარგულებებს ხელი მოაწერა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?