საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება

საქართველოს ბანკი რეგიონში ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას განაგრძნობს. ამ მიზნით ბანკისა და შპს „აგრო გარდენსის“ თანამშრომლობით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბანკიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მშენებლობის პროცესი საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 1,000 კვ.მ-ზე უკვე გაშენებულია პომიდვრის სათბური. შპს აგრო გარდენსი 10 ტონა მოსავლის მიღებასა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას გეგმავს. ამ ეტაპზე, პროექტის განხორციელების პროცესში, დასაქმებულია 5 ადამიანი. ინვესტიციის ჯამური მოცულონა 97 500 ლარია.

„მოხარული ვართ, რომ არ ვჩერდებით და კვლავაც აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას. მიგვაჩნია, რომ რეგიონში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური განვითრების, ახალი სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი წარმოების წახალისებისთვის. კომპანიას საკმაოდ კარგი სტარტი აქვს აღებული და გვჯერა, რომ ასე წარმატებით გააგრძელებს ოპერირებას ქართულ ბაზარზე“,- განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა