პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი -  ჩვენ დავასრულებთ ამ ომს  მშვიდობიანად, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს

ჩვენი თაობა შეძლებს გამოიყვანოს ქვეყანა იმ ჩიხიდან, რაშიც ახლა ვიმყოფებით. ჩვენ უნდა შევქმნათ კონფლიტის მშვიდობიანი მოგვარების პრეცენდენტი,- ამის შესახებ პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა საოკუპაციო ხაზთან ტყვიაველ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

„საქართველოს ისტორიაში არის დღეები, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმეა. აგვისტოს ომი - ჩვენი ტრაგედიაა. 12 წლის წინ საქართველომ დაკარგა ქართული ტერიტორიები, ქართული სოფლები, ამ ომს შეეწირა ჩვენი გმირი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე. ამ ომს ჰყავს უჩინარი გმირებიც - ადამიანები, ვინც საოკუპაციო ხაზთან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებენ ცხოვრებას ოკუპანტების პირისპირ და ისინი, ვისაც ყველაფერი დაატოვებინეს და საკუთარ ქვეყანაში დევნილობაში ცხოვრობენ. ეს არის ომი, რომელიც არ დასრულებულა და დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაციის და ჰიბრიდული ომის სახით.

რუსეთი ოკუპანტია! ჩვენ ახალგაზრდები, „რეფორმერები" პირობას ვდებთ, რომ დავასრულებთ ამ ომს მშვიდობიანად, რადგან მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა“,- განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა.

პარტიაში აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით პარტიის ლიდერები უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტებს შეხვდნენ.

მათი ცნობით, უსაფრთხოების პანელს წარუძღვა „რეფორმერის“ წევრი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია. ღონისძიება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა. ღონისძიების სადისკუსიო ნაწილში ექსპერტებთან ერთად განიხილეს რუსული საფრთხე, ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი სხვა საფრთხეები“,- აცხადებენ „რეფორმერებში“.

„რეფორმერის“ ლიდერებმა ექსპერტებთან ისაუბრეს პარტიის ხედვებზე უსაფრთხოების, ჰიბრიდული ომის, დეოკუპაციის პრობლემების მოგვარების ხედვებთან დაკავშირებით.

„რუსეთი ამ ომისთვის დიდი ხანი ემზადებოდა. ოკუპანტებმა წინასწარ დაწერილი სცენარით დაიწყეს შემოსვლა ჩვენს ტერიტორიაზე. ეს იყო გააფთრებული ომი ხმელეთზე, ჰაერში და კიბერსივრცეში. ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ სწორედ მაშინ გაიმართა მსოფლიოში პირველი კიბერ-ომი. დღეს პუტინის რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ჩვენი ტერიტორიების მიტაცებას, საქართველოს მოქალაქეების გატაცებას და ჰიბრიდულ ომს. ჩვენი ქვეყანა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, სამწუხაროდ, არც საუკეთესო ფორმაში ვართ. სანამ საქართველო ფეხზე იდგება, მანამ ვიქნებით ჩვენი მტრების ხახაში გაჩხერილი. ჩვენი ხუთდღიანი წინააღმდეგობა ყველაზე ღირსეული და ძლიერი პასუხი იყო უზარმაზარი მონსტრის წინააღმდეგ. ძალიან ბევრ ქვეყანას გაუჭირდებოდა არამცთუ ხუთდღიანი, არამედ ხუთსაათიანი წინააღმდეგობაც კი რუსეთთან. ვამაყობ იმ სულით, რაც ჩვენში, ჩვენი ქვეყნის პატრიოტ მოქალაქეებშია. ჩვენ ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია და ბევრ რამეში გავაოცებთ სხვებსაც. მუდამ გვემახსოვრება ის ვაჟკაცები, რომლებმაც სამშობლოსათვის თავდადების იდეით მარადიულობაში შეაბიჯეს“, - განაცხადა „რეფორმერის“ წევრმა, უსაფრთხოების ექსპერტმა ლაშა პატარაიამ.

ინფორმაციას „რეფორმერების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა