თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - გამოძიებას მოვუწოდებ, გამოკითხოს ელისო კილაძე

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტი ელისო კილაძე გამოკითხონ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, გამოძიების ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ საქმეში არსებულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს.

„როდესაც ელისო კილაძე პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ვიღაც დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა თამუნასთან ან ვებგვერდებთან დაკავშირებით, მოვუწოდებ გამოძიებას, გამოკითხოს ელისო კილაძე, იქნებ რა ინფორმაციას ფლობს ეს ადამიანი. ყველაფერი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს“, - განაცხადა რამიშვილმა.

მისი განმარტებით, საქმეზე გამოკითხული ადამიანების ჩვენებებში უზუსტობებია, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

„გარკვეული ადამიანების ჩვენებებს შორის ცდომილება და შეუსაბამობა არის. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს როგორც გამოძიების მიმართ, ასევე გარკვეულ ფაქტებთან მიმართებითაც. ისევ და ისევ გამოძიება უნდა იყოს მონდომებული, რომ უფრო არ გაღრმავდეს უნდობლობა. პირველ რიგში, ეს ყველაფერი გამოძიების ინტერესებში უნდა შედიოდეს“, - აღნიშნა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილის კომპიუტერთან დაკავშირებით ექსპერტიზა დასრულებულია და ახლა საბოლოო დასკვნა უნდა გაკეთდეს.

„შუალედური ინფორმაცია გამზადებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე გაასაჯაროვა და რასაც ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა, რადგან არასწორი ფორმულირება ხდება. პირდაპირ არის ისეთი ფორმა, თითქოს ამ გოგონამ თვითმკვლელობა ჩაიდინა, რაც არასწორია. მართალია, ყველა ვერსიას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ეს არასწორი ფორმულირებაა და ჩემთვის მიუღებელია. შესაბამისად, არ შეიძლება ასე ვერსიები და დასკვნები გასაჯაროვდეს, რადგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებას ძალიან ცუდ გარემოს უქმნის“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იხილეთ ვიდეო:თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი გამოძიებას მოუწოდებს, რომ ელისო კილაძე გამოკითხოს

ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია - "ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს"
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა