მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილს ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელოვანი მუსიკოსი და ლოტბარი, კომპოზიტორი, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებელი და გამომცემელი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი – ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო და ანზორ ერქომაიშვილს საპატიო ჯილდოს მიღება მიულოცა.

ანზორ ერქომაიშვილს სახელმწიფო ჯილდო ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში საზეიმოდ გადაეცა.

დაჯილდოების შემდეგ შეკრებილი სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელშიც ფოლკლორულმა ანსამბლებმა: „რუსთავი“, „შავნაბადა“, „მხედრები“, „მიქაბერიძეების ოჯახი“, „ტრიო ხელხვავი“ მიიღეს მონაწილეობა. გამომსვლელთა შორის იყვნენ ასევე ბავშვთა გუნდი და ექსპედიტორთა ჯგუფი.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს