ლიბანში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

ლიბანში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის დასაშლელად სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„წითელი ჯვრის“ ცნობით, შეტაკებების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, 170-ზე მეტი ადამიანი კი - დაშავდა.

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც „პარლამენტის მოედანსა“ და „მარტირსის მოედანზე“ შეიკრიბნენ და მთავრობის გადადგომას და რეფორმებს ითხოვდნენ, სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს და პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

აღსანიშავია, რომ საპროტესტო აქციების ფონზე ლიბანში ორმა მინისტრმა - ინფორმაციისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა- თანამდებობები დატოვეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, ლიბანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები დედაქალაქ ბეირუთში გასული კვირის სამშაბათს მომხდარ ძლიერ აფეთქებას მოჰყვა, რომლის დროსაც დაიღუპა 158 და დაშავდა 6000-ზე მეტი ადამიანი.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
22.09.2025 / 09:13
ლიბანში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

ლიბანში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის დასაშლელად სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„წითელი ჯვრის“ ცნობით, შეტაკებების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, 170-ზე მეტი ადამიანი კი - დაშავდა.

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც „პარლამენტის მოედანსა“ და „მარტირსის მოედანზე“ შეიკრიბნენ და მთავრობის გადადგომას და რეფორმებს ითხოვდნენ, სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს და პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

აღსანიშავია, რომ საპროტესტო აქციების ფონზე ლიბანში ორმა მინისტრმა - ინფორმაციისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა- თანამდებობები დატოვეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, ლიბანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები დედაქალაქ ბეირუთში გასული კვირის სამშაბათს მომხდარ ძლიერ აფეთქებას მოჰყვა, რომლის დროსაც დაიღუპა 158 და დაშავდა 6000-ზე მეტი ადამიანი.

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია