გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში უამრავი სასტუმრო დაიხურა და ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ვაშაძემ ქუთაისში ტურიზმის სექტორში დასაქმებულებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კრიზისის შედეგად ქვეყანაში უამრავი სასტუმრო დაიხურა და ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა.

მისი თქმით, კორონაკრიზისი მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პარტნიორებისთვის აღმოჩნდა კარგი ბიზნესი და 21 კომპანიისთვის 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა.

ვაშაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს 23, 6 მილიონი ლარი დაიხარჯა გამარტივებული შესყიდვით სასტუმროს მომსახურების შესაძენად და სასტუმროების მფლობელთა უმეტესობა „ქართული ოცნების" შემომწირველები არიან.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „დამსხვრეული ოცნებების პარტიამ“ არაფერი გააკეთა ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად. ვაშაძის თქმით, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ამ ფაქტების გამოძიება მოხდება.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს