პროკურორის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეში ჩანთასთან დაკავშირებით დეტალები საექსპერტო კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი

პროკურორის ამირან გულუაშვილის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ჩანთასთან დაკავშირებით დეტალები საექსპერტო კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

მისი თქმით, გარდა ჩანთისა, კომპლექსური კვლევა გრძელდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა დრო გაატარა გიორგი შაქარაშვილის ცხედარმა წყალში, რომლის შესახებაც შუალედური ექსპერტიზის დასკვნა გავრცელებულია.

„საქმეზე ასზე მეტი საექსპერტო კვლევაა დანიშნული, რომელიც მოგეხსენებათ, არაა გამოძიების მიერ გადასაწყვეტი საკითხი. ამას სპეციალური ცოდნა სჭირდება და ექსპერტები მუშაობენ ამ საექსპერტო კვლევებზე. ბუნებრივია, არსებობს საზოგადოების ინტერესი და თქვენც გაინტერესებთ ძალიან ბევრი რამ, თუმცა მხედველობაში უნდა მივიღოთ მოცემულობა, რომ გამოძიება არის პროცესი, რომელსაც სჭირდება გარკვეული დრო. საექსპერტო კვლევა არის ისეთი პროცედურა, რომლის დაჩქარება თეორიულადაც კი შეუძლებელია.

ჩანთასთან მიმართებით დანიშნულია შესაბამისი საექსპერტო კვლევები. აქედან გამომდინარე, კონკრეტულად ვისთან ჰქონდა ამ ჩანთას შემხებლობა, რომელმა პირმა მოათავსა იქ, სადაც იქნა აღმოჩენილი, ამ კითხვებზე ზუსტი პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს საექსპერტო კვლევები და შესაბამის სურათს მივიღებთ”,- განაცხადა პროკურორმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს