გაერო-ს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი, ნატალია კანემი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, პრიორიტეტად სწორედ ახალგაზრდები უნდა იყვნენ, რათა მათ მიიღონ განათლება, უნარ-ჩვევები და პოტენციალის სრული რელიზებისთვის საჭირო ყველა მომსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს.

„ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის გლობალური პანდემიის დროს აღნიშვნისას, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ცდილობენ ახალგაზრდები თავიანთ თემებში პრობლემების გადაჭრას.

COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ, ახალგაზრდები წინა ხაზზე არიან მობილიზებულნი მთელს მსოფლიოში. ისინი არიან ჯანდაცვის პროფესიონალები, აქტივისტები, ინოვატორები და სოციალური და სათემო მუშაკები.

პანდემიის დროს ახალგაზრდებისთვის ხმის მისაწვდენად და მათი ჩართულობის გასაზრდელად, აუცილებელია, გავუზიაროთ მათ ინფორმაცია, გავაქარწყლოთ დეზინფორმაცია და შესაბამისად აღვჭურვოთ ისინი, რათა მათ შეძლონ ზომების მიღება ვირუსის გავრცელების შესაკავებლად. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ახალგაზრდების ლიდერობა და დავიცვათ მათი უფლებები.

UNFPA, გაეროს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტო, უსმენს რა ახალგაზრდების ხმას, მხარს უჭერს მათ მნიშვნელოვან მონაწილეობას ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს ახალგაზრდების ცხოვრებაზე.

გასულ კვირას, გაეროს მოსახლეობის ფონდმა გლობალური საუბრები #YouthAgainstCOVID19 წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდებს მოვუწოდებთ, გამოაქვეყნონ ვიდეოები, სადაც ისაუბრებენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიანთი როლის შესახებ და გააზიარებენ მაგალითებს, თუ როგორ გაკვალეს ახალი გზა გლობალური გამოწვევის საპასუხოდ.

პანდემიის დამანგრეველ ეფექტებს შორისაა დასაქმებაზე, განათლებაზე და აუცილებელ სერვისებზე, მათ შორის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვა. ეს ნიშნავს, რომ ბევრი ახალგაზრდა საკუთარი უფლებებისა და არჩევანის ხელყოფის რისკის წინაშე დგას. ახალგაზრდა ქალები და გოგონები კი, ასეთ დროს, განსაკუთრებით დაუცველნი არიან.

მაშინ, როცა უკეთესი სამყაროს შექმნას ვცდილობთ, ჩვენს პრიორიტეტად სწორედ ახალგაზრდები უნდა ვაქციოთ, რათა მათ მიიღონ განათლება, უნარ-ჩვევები და პოტენციალის სრული რელიზებისთვის საჭირო ყველა მომსახურება“,-ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა